ისტორია

სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ცენტრი დაფუძნდა 2003 წელს. ცენტრმა სხვადასხვა პარტნიორებთან თანამშრომლობით მრავალი პროექტი განახორციელა როგორც ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებისთვის, ასევე მუნიციპალიტეტებისთვის.

სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ცენტრი მუშაობს განათლების, კულტურის, სოციალური უზრუნველყოფის, ცენტრალური და მუნიციპალური ხელისუფლების განვითარების, კერძოს სექტორის გაძლიერების მიმართულებით.

ცენტრი ძირითადად საქმიანობს მენეჯმენტ კონსალტინგის, საჯარო ფინანსების რეფორმის, საჯარო ფინანსების სისტემების შეფასების, პროგრამული, მონაწილეობითი და გენდერული ბიუჯეტირების, საბიუჯეტო ანგარიშგების, მუნიციპალური ბიუჯეტირების და მოქალაქეთა გზამკვლევების შემუშავების მიმართულებით. გარდა ცენტრის ქუდის ქვეშ განხორცილებული პროექტებისა, ცენტრის მკვლევარები დამოუკიდებლად არიან ჩართული განვითარებაზე ორიენტირებული სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში. ცენტრის სხვადასხვა პერიოდში ახორციელებდა პროექტებს ბათუმის, სენაკის, ხარაგაულის, ბორჯომის, ახალციხის, ქუთაისის, ონის, ამბროლაურის, ხაშურის, დუშეთის, ყაზბეგის, ბოლნისის, რუსთავის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში.

.