2019 წელს, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, ახალციხის მუნიციპალიტეტში განხორციელდა მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტი. პროექტის ფარგლებში მომზადდა მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესის საკანონმდებლო ჩარჩო, დეტალურად გაიწერა და დაიგეგმა განსახორციელებელი ღონისძიებები. ცენტრმა ჩაატარა მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტის ყველა - წინადადებების მიღების, გადარჩევის და კენჭისყრის ეტაპები. ცენტრმა უზრუნველყო მონაწილეობითი ბიუჯეტირების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებისა და შემეცნებითი კამპანიის ჩატარება, რისთვისაც გამოიყენა ახალციხის მუნიციპალიტეტში არსებული ყველა საკომუნიკაციო არხი, ინსტრუმენტი და მასალები
.