2020 წელს, USAID-ის და GiZ-ის ფინანსური მხარდაჭერით, ახალციხის, ამბროლაურის, რუსთავის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში განხორციელდა მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტები. პროექტების ფარგლებში მომზადდა მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესის საკანონმდებლო ჩარჩო (ახალიციხის მუნიციპალიტეტში მოხდა არსებულის განახლება), დეტალურად გაიწერა და დაიგეგმა განსახორციელებელი ღონისძიებები. ცენტრმა ჩაატარა მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესის ყველა - წინადადებების მიღების, გადარჩევის და კენჭისყრის ეტაპები. ცენტრმა უზრუნველყო მონაწილეობითი ბიუჯეტირების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებისა და შემეცნებითი კამპანიის ჩატარება, რისთვისაც გამოიყენა ახალციხისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტში არსებული ყველა საკომუნიკაციო არხი, ინსტრუმენტი და მასალები
.