ლაშა გოცირიძე

ლაშა გოცირიძეს გააჩნია საჯარო ფინანსების სფეროში მუშაობის 26 წლიანი გამოცდილება. ის მუშაობდა USAID-ის ფისკალური რეფორმების პროექტში 1998-1999 წლებში, ფინანსთა სამინისტროში 2007 წლამდე, სადაც ეკავა სხვადასხვა პოზიციები, მათ შორის იყო ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე. ლაშა გოცირიძე სხვადასხვა პერიოდში იყო მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი, რეგიონური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, აგრარული უნივერსიტეტის რექტორი. მას აქვს როგორც აკადემიური, ასევე პრაქტიკური გამოცდილება ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა საჯარო ფინანსების რეფორმა, საშუალოვადიანი ბიუჯეტირება, პროგრამული ბიუჯეტირება, მუნიციპალური ბიუჯეტირება, გენდერული ბიუჯეტირება, მონაწილეობითი ბიუჯეტირება. საქართველოს გარდა, ლაშა გოცირიძეს აქვს მოლდავეთში, ფილიპინებზე, უკრაინაში, ლაოსში, უზბეკეთსა და ყაზახეთში მუშაობის გამოცდილება.

.