ნინო ლოლაძე

ნინო ლოლაძეს გააჩნია მაგისტრის ხარისხი ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში. მას აქვს 15 წლიანი ინტენსიური გამოცდილება მუნიციპალურ საჯარო ადმინისტრირებაში, როგორც პრაქტიკის, ასევე აკადემიური/კვლევითი მიმართულებით. მას გააჩნია ხელისუფლებაში მოქალაქეთა ჩართულობის მიმართულებით 11 წლიანი გამოცდილება, გამოსცა კვლევები ადგილობრივ თვითმმართველობასა და მოქალაქეთა ჩართულობის (მათ შორის მეთოდოლოგიის) კუთხით (2015-2017). ნინოს გააჩნია გამოცდილება მუნიციპალური ფინანსების, პროგრამული ბიუჯეტირების, მონაწილეობითი და გენდერული ბიუჯეტირების, ტრენინგების ჩატარების კუთხით. ნინო ლოლაძე არის UNDP-ს სოფლად მდგრადი განვითარების პროექტის კონსულტანტი 2020 წლიდან, 2016 წლიდან ჩართულია ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროგრამებში. 2017 წლიდან მონაწილეობს მონაწილეობითი და გენდერული ბიუჯეტირების დანერგვის პროექტებში საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. ნინოს აქვს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და საერთაშორისო განვითარების პარტნიორებთან მუშაობის (როგორიცაა ევროკავშირი, GiZ, USAIDN, UNDP, UN Women, შვედეთის განვითარების და კოოპერირების სააგენტო და ა.შ.) დიდი გამოცდილება.

.