2021 წელს, USAID-ის და GiZ-ის ფინანსური მხარდაჭერით, ახალციხის, ბორჯომის, დედოფლისწყაროს, რუსთავის, საგარეჯოს, ლაგოდეხის, ონის, სენაკის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში განხორციელდა მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტები. პროექტების ფარგლებში მომზადდა მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესის საკანონმდებლო ჩარჩო (ახალიციხის, რუსთავის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მოხდა არსებულის განახლება), დეტალურად გაიწერა და დაიგეგმა განსახორციელებელი ღონისძიებები. ცენტრმა ჩაატარა მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესის ყველა - წინადადებების მიღების, გადარჩევის და კენჭისყრის ეტაპები. ცენტრმა უზრუნველყო მონაწილეობითი ბიუჯეტირების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებისა და შემეცნებითი კამპანიის ჩატარება, რისთვისაც გამოიყენა მუნიციპალიტეტებში არსებული ყველა საკომუნიკაციო არხი, ინსტრუმენტი და მასალები. ცენტრმა შექმნა სპეციალური პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ჩატარდა მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესის კენჭისყრის ეტაპები. პროგრამამ უზრუნველყო ვალიდური ხმების დაცულობა და კენჭისყრის პროცესში შესაძლო მანიპულაციების პრევენცია.
.