მონაწილეობითი ბიუჯეტირება 2022

2022 წელს, GiZ-ის ფინანსური მხარდაჭერით, ბოლნისის, ხაშურის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში განხორციელდა მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტები. პროექტების ფარგლებში მომზადდა მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესის საკანონმდებლო ჩარჩო, დეტალურად გაიწერა და დაიგეგმა განსახორციელებელი ღონისძიებები. ცენტრმა ჩაატარა მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესის ყველა - წინადადებების მიღების, გადარჩევის და კენჭისყრის ეტაპები. ცენტრმა უზრუნველყო მონაწილეობითი ბიუჯეტირების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებისა და შემეცნებითი კამპანიის ჩატარება, რისთვისაც გამოიყენა მუნიციპალიტეტებში არსებული ყველა საკომუნიკაციო არხი, ინსტრუმენტი და მასალები. კენჭისყრის პროცესი ჩატარდა ცენტრის მიერ შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით, რომელმაც უზრუნველყო ვალიდური ხმების დაცულობა და კენჭისყრის პროცესში შესაძლო მანიპულაციების პრევენცია.

.