პროგრამული ბიუჯეტი 2020

2020-2021 წლებში, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, ახალციხის, ბათუმის, ქუთაისის, დედოფლისწყაროს და დუშეთის მუნიციპალიტეტებში განხორციელდა ტექნიკური დახმარების პროექტი. პროექტის ფარგლებში, ცენტრის კონსულტანტებმა ტექნიკური დახმარება აღმოუჩინეს მერიების თანამშრომლებს მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტისა და პროგრამული ბიუჯეტის დანართის ფინანსთა სამინისტროს მიერ განახლებული მეთოდოლოგიის შესაბამისად შემუშავებაში. კერძოდ, აქცენტი გაკეთდა საშუალოვადიან სამოქმედო გეგმაზე, ბიუჯეტის განახლებულ ფორმატსა და სტრუქტურაზე, ბიუჯეტის დანართებზე, პროგრამებისა და ქვეპროგრამების შაბლონებზე, მართვისა და რეგულირების პროგრამებზე და ა.შ. აღნიშნულ პროექტში ცენტრის მკვლევარები ლაშა გოცირიძე, პაპუნა პეტრიაშვილი და პაატა გობეჯიშვილი ჩართული იყვნენ ინდივიდუალურად.

.