ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ფინანსების განაწილების სისტემის შესწავლისა და ანალიზის პროექტი დაფინანსდა 2018 წელს GIZ-ის მიერ. პროექტის ფარგლებში განახლდა გამოთანაბრებითი ტრანსფერის ფორმულა, შემუშავდა ფინანსური ნაკადების, მათ შორის დღგ-ს განაწილების ახალი მოდელი სხვადასხვა დონის მთავრობებს შორის. ცენტრის უფროსი მკვლევარი პაპუნა პეტრიაშვილი პროექტში ჩართული იყო ინდივიდუალურად.
.